პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას 7-მდე დეპუტატი აპირებს.
"მაქვს ინფორმაცია, რომ 7-მდე დეპუტატი შედის პარლამენტში. თან შედიან არა პირველ დღეს, არამედ ნელ-ნელა", - განუცხადა ფორმულას ოქრუაშვილმა.
პარლამენტში დეპუტატების გარკვეული ნაწილის შესვლაზე ოპოზიცია გუშინ ალაპარაკდა.