ფოტოები სოციალურ ქსელში ივ.ბოკერია სახელობის ჰოსპიტალმა გამოაქვეყნა, რომელიც კოვიდჰოსპიტალში ექიმების მუშაობის ერთ ჩვეულებირ დღეს ასახავს. ეს ერთ-ერთი კოვიდჰოსპიტალია, თუმცა, ზუსტად ასახავს ყველა ექიმის ფიზიკურად თუ ემოციურად მძიმე სამუშაოს, რომელსაც ისინი, საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, კორონავირუსის გავრცელების დღიდან ასრულებენ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. 26 თებერვლიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსს 1540 პაციენტი ემსხვერპლა.
დღეისთვის საქართველოში 2000-ზე სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული.
სამედიცინო ეკიპირებაში ექიმები ერთმანეთს ვერ ცნობენ და მკერდზე სახელებს იწერენ.


მრავალსაათიანი მუშაობის შემდეგ, სამედიცინო ნიღბის კვალი.



მძიმე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მინოტორინგი.


მზადება სამედიცინო მანიპულაციისთვის - პაციენტის გადასარჩენად.


მძიმე სამუშაო დღის ბოლოს.


