"გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა, ბევრი "გირჩი" იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, 2008 წელს ოპოზიცია რომ დაიშალა, მაშინ ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თქვა, ოპოზიცია კი არ დაიშალა, გაიშალაო.
"ჩათვალეთ, რომ "გირჩი" კი არ დაიშალა, გაიშალა. ბევრი "გირჩი" იქნება", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.