სამღვდელოებაში არსებული ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო მაჩვენებელს არ წარმოადგენს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, სამინისტრო მუშაობს საეკლესიო პირებთან, ხოლო შრომის უსაფრთხოების სამსახური მათთან დამატებით შეხვედრებს გამართავს.
"ჩვენ ვმუშაობთ საეკლესიო პირებთანაც. შრომის უსაფრთხოების სამსახურს ექნება მათთან დამატებითი შეხვედრები. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გაზაფხულზე საკმაოდ კარგად გვქონდა გაწერილი პროტოკოლი, აქ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროტოკოლი კვლავაც იქნეს მათი მხრიდან დაცული, თუმცა ის ინფიცირების მაჩვენებელი, რომელიც ჩვენ დღეს სამღვდელოებაში გვაქვს ნამდვილად არ წარმოადგენს საგანგაშო მაჩვენებელს”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.