აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების III რაუნდი იმართება.
ოპოზიციის წარმომადგენლებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ, მათ შორის, ვადამდელ არჩევნები, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, პლებისციტის დანიშვნა 2021 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
მმართველი პარტიიდან მოლაპარაკებებში ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, რომელსაც შეხვედრაზე შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.