ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის მორიგი რაუნდი, შესაძლოა, ხვალ გაიმართოს. ოპოზიის ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციამ მოახერხა ერთ პოზიციაზე შეჯერება. პარტიების ნაწილი საუბრობს კონსენსუსის შესაძლებლობაზე ორივე მხრიდან.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ამბობს, რომ მალე მორიგი შეხვედრაც შედგება, სადაც ბევრი ძირითადი საკითხი გადაწყდება. ნიკა მელია ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება.
"მალე შედგება უკვე მორიგი შეხვედრა, სადაც ძირითადად უკვე გადაწყდება ბევრი რამ. ვაპირებთ დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი თუ არ ვაპირებთ? აპირებს ხელისუფლება, რომ აღიაროს, რომ მან შექმნა პოლიტიკური კრიზისი? ახლა საჭიროა კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება და დათმობაზე წამოსვლა, თუ ყველა - ჩვენ, თქვენ და ხალხი გავიგებთ, რომ ხელისუფლება კვლავ ეშინია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ამ ქვეყანაში. უახლოეს პერიოდში - ეს შეიძლება იყოს ხვალ, ზეგ, გადაწყდება ძალიან ბევრი რამ“, - აცხადებს ნიკა მელია.