ხვალ, 7 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ არსებულ ვითარებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ დღის წესრიგში ვკითხულობთ.
სხდომას საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი უხელმძღვანელებს.
საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ასევე ვენესუელაში საპარლამენტო აჩვენებს, თურქეთთან დაკავშირებულ მოვლენებსა და ადამიანის უფლებების საკითხს.
გარდა ამისა, განხილული იქნება შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამომავლო ურთიერთობების პრიორიტეტები.