საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით ინფიცირების 4 321 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 4 301 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 133 511-მდე.
2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე საქრთველოში COVID-19-ით სულ გარდაცვალების 1 504 შემთხვევაა დაფიქსირებული.