კანადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
ამის შესახებ კანადის ელჩმა საქართველოში მარკ ბეილიმ რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"კანადა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტბს და არასდროს აღიარებს მის გამოყოფილ ტერიტორიებს", - განაცხადა ელჩმა.
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში კანადის დიპლომატიური წარმომადგენელი დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში მიიღო. როგორც იაკობაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის გარდა საუბარი ორმხრივი ორთიერთობების საკითხებსაც შეეხო.
"ამასთან კანადის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში ის სახელმწიფო სტრატეგია გავაცანით, რომელსაც ჩვენი უწყება ამზადებს", - განმარტა იაკობაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო კანცელარიიდან მარკ ბეილი საგარეო უწყებაში გაემგზავრა, სადაც მას მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ხვდება.