3-4 დეკემბერს ონლაინ-ფორმატში გაიმართება ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს რიგით 27-ე შეხვედრა. შეხვედრაში საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რომელიც სიტყვით მიმართავს შეხვედრის მონაწილეებს.
გამოსვლისას იგი განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს საქართველო-რუსეთის კონფლიქტზე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით კიდევ უფრო დამძიმებულ ვითარებაზე და ეუთო-ს რეგიონში არსებული გამოწვევების დასაძლევად ეუთო-ს ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობაზე.