დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა ოკუპირებულ აფხაზეთს გადასცეს. ამ თემაზე მან ბრიფინგზე ისაუბრა.
"ჩვენ შევისყიდეთ 235 000 დოზა, კერძო სექტორს, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, 60-70 000 დოზა ჰქონდა შესყიდული დღევანდელი დილის მონაცემებით დახარჯულია 160 000 დოზა, მათ შორის, 10 000 დოზა ჩვენ გადავეცით აფხაზეთს. ასევე, აიცრა ქართული ჯარი და კიდევ ის რისკ ჯგფები, რაც ჩამოთვლილია", - თქვა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძის თქმით, ქვეყანას ვაქცინის ამდენი მარაგი არ ჰქონია და ყველას შეუძლია მივიდეს სამედიცინო დაწესებულებებში და აიცრას.