ევროპული საქართველოს წევრი, ირმა ნადირაშვილი, ოპოზიციური ლიდერების განახლებულ სასამართლო პროცესებს ეხმაურება.
ნადირაშვილის თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ აიყვანის მძევლად ადამიანები და ამით ევაჭროს ოპოზიციას, რომ შევიდნენ პარლამენტში.
ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც გაფორმდა ელჩების თანდასწრებით და ითვალისწინებდა, რომ შეწყდებოდა პოლიტიკურ ოპონენტებზე დევნას.
„ერთი მეორეს მიყოლებით ჩანიშნეს სასამართლოები, პოლიტიკური პროცესები, საქართველოს მთავრობამ დაარღვია შეთანხმება, რომელიც მას გაფორემბული ჰქონდა მათ შორის ელჩების თანდასწრებით, რომ პოლიტიკური დევნა შეწყდებოდა, ეს შეთანხმება დაირღვა და ძალიან ძნელია ხელისუფლება უწოდო იმ ჯგუფს, ბანდას, რომელიც ადამიანების მძევლად აყვანით ვაჭრობს.
ბიძინა ივანიშვილმა ნახა, რომ ოპოზიცია არის ერთიანი, არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, ახლა უნდა, რომ ადამიანები აიყვანოს მძევლად, პირად პოლიტიკურ პატიმრებად და ამით ევაჭროს ოპოზიციას.
ვთვლი, რომ ერთიანობა და კიდევ ერთი მტკიცე განცხადება, რომ პარლამენტში, რომელსაც არ აქვს ლეგიტიმაცია და არ აურჩევია ხალხს, შესვლა იქნება გარიგება ბიძინა ივანიშვილთან და ამაზე ოპოზიცია წასვლას არ აპირებს.“ - განაცხადა ნადირაშვილმა.