აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართულ ონლაინ კლინიკებისა და ცხელების ცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს ბინაზე მყოფი კოვიდ დადასტურებული პაციენტების მართვის საკითხი, კერძოდ პაციენტებისათვის ამბულატორიული და ლაბორატორიული კვლევების ჩატრების საკითხი, საჭიროების შემთხვევაში მათი სტაციონარიზაცია.
1 დეკემბრის მდგომარეობით აჭარაში ონლაინ კლინიკების ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 3246 კოვიდ დადებითი პაციენტი.