"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ხელისუფლება-ოპოზიციის შეხვედრის მესამე რაუნდი ამ დრომდე არ ჩანიშნულა, მეტწილად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
"ჯერჯერობით, ვცდილობ გავერკვიო დღეს რა მოცემულობა გვაქვს. ჩემი აზრით, რაც უფრო მეტად რთულდება სიტუაცია, მით უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს ჩვენი მეგობრების დახმარება ამ კრიზისიდან გამოსასვლელად, თუმცა როგორ დასრულება ეს მოლაპარაკებები და შეძლებენ თუ არა ჩვენი მეგობრები ჩვენს დახმარებას, ჩემი აზრით, ეს მეტწილად, ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. ძირითადი დესტრუქტორის როლი ამ მოლაპარაკებების პროცესში აქვს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, მე ამ აზრზე ვიყავი და ვრჩები. მე არ ვიძახი, რომ ოპოზიციაში ყველა ანგელოზია, თუმცა ის, რომ აქამდე არ ჩანიშნულა მესამე რაუნდი, ეს უფრო ხელისუფლების დამსახურებაა“, - განაცხადა ხვიჩიამ.