შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრი სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდი წარადგინა. ინფორმაცია ბაიდენის გარდამავალი პერიოდის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებასთან ურთიერთობის გუნდში მხოლოდ ქალები იქნებიან.
"ამერიკელ ხალხთან პირდაპირი და წრფელი კომუნიკაცია პრეზიდენტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა და ამ გუნდს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება თეთრ სახლსა და ამერიკელ ხალხს შორის კომუნიკაციისთვის. მე ვამაყობ, რომ დღეს გამოვაცხადებ პირველ ქალთა კომუნიკაციის გუნდს", - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც განთავსებულია მისი გარდამავალი გუნდის ვებგვერდზე.
ბაიდენმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯენ ფსაკი წარადგინა.
ფსაკი ტვიტერზე გამოეხუმარა მის წარდგენას და განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივია კვლავ ბაიდენის გუნდში იმუშაოს. ფსაკი უკვე მუშაობდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, რომლის დროსაც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო.
2015-2017 წლებში ფსაკი აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას თანაშემწედ მუშაობდა, 2013-2015 წლებში კი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი იყო.
ფოტო: AP