საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს. ამის შესახებ თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა ვაქცინის მიღებაზე უკვე მუშაობს.
"დავესესხებით ჯანმოს თავმჯდომარეს, რომ გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი, ანუ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ უკვე აღდგენას", - განაცხადა თურნავამ.