60 წლის ასაკში, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა გარდაიცვალა. იუწყება არგენტინული ტელეკომპანია TN-ი.
მედიის ინფორმაციით, ფეხბურთელი გულის შეტევით გარდაიცვალა.
30 ოქტომბერს მარადონა სამედიცინო შემოწმებისთვის ბუენოს აირესის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს. მოგვიანებით, გავრცელდა ცნობა, რომ თავის ტვინის ოპერაცია ჩაუტარდა.
12 ნოემბერს მარადონა კლინიკიდან გაწერეს და რეაბილიტაციის კურსს საკუთარ სახლში გადიოდა.