ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს, - განაცხადა პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ახალი არჩევნების დანიშვნა დღის წესრიგში არ დგას.
"მოლაპარაკებები გრძელდება და მორიგი შეხვედრა ფასილიტატორების ჩართულობით უნდა დაიგეგმოს. კონკრეტულად როდის იქნება მესამე რაუნდი, ამის თქმა გამიჭირდება. რაც შეეხება არჩევნებს, ახალი არჩევნების ჩატარების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ვისმენდით ამ ხნის განმავლობაში, რომ გარკვეული ხარვეზები იყო კონკრეტულ უბნებზე, რაც ძალიან დიდი ტყუილი იყო. ამის დასტური არის ის, რომ ჩვენ მათ 1500-მდე უბნიდან, რომელსაც იტყოდნენ, გაგვეხსნა და გადაგვეთვალა, მაგრამ მათ ეს არ ისურვეს", - აცხადებს კახა კალაძე.