ბულგარეთში საგანგებო ეპიდემიური მდგომარეობა 2021 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. 2020 წლის 27 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე, არსებულ შეზღუდვებს დაემატება შემდეგი სახის შეზღუდვები:
?შეწყვეტილ იქნება სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში;
?შეიზღუდება კონგრესების, ტიმბილდინგების და კულტურული ღონისძიებების ჩატარება;
?თეატრები გააგრძელებენ მუშაობას დარბაზების 30%-ამდე მოცულობის შევსებისა და ეპიდემიური წესების მკაცრი დაცვით;
?ზეიმები და მსგავსი სახის ღონისძიებები დაიშვება მხოლოდ არაუმეტეს 15 ადამიანის შეკრების შემთხვევაში;
?18 წლამდე ასაკის პირების ინდივიდუალური და ჯგუფური სპორტული შეჯიბრებები აიკრძალება.
?18 წელს ზემოთ მყოფი პირების სპორტული შეჯიბრებები კი ჩატარდება მაყურებელთა გარეშე;
?დაიხურება ფიტნეს დარბაზები;
?დაიხურება კვებითი დაწესებულებები, ბარები. დაიშვება მხოლოდ მიტანის სერვისი.
?დაიხურება მოლები და სავაჭრო ცენტრები, გარდა ბანკების, აფთიაქების, ზოო და ოპტიკის მაღაზიებისა და მიწოდების სერვისებისა, რომლებიც მოლების შენობაში მდებარეობენ.
?პატარა მაღაზიები გააგრძელებენ მუშაობას დღევანდელი პირობებით;
?აიკრძალება ექსკურსიების ჩატარება;
?ტაძრები, პარკები და სკვერები დარჩება ღია.
?კომენდანტის საათი არ იქნება შემოღებული.