"მე არ ვიტყოდი, რომ ეს არ იყო ჩემი შეცდომა, ჩემი შეცდომაც იყო, მე არ ვიყავი საკმარისად მომთხოვნი და კატეგორიული, იმ აკრძალვების შენარჩუინებაში, რომელიც იყო თუნდაც გაზაფხულზე, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ "ღამის კურიერში."
მინისტრის თქმით, მთავრობის ლიბერალური მიდგომები შეცდომა იყო
"ჩვენ ვიყავით საკმაოდ ლიბერალურები ზაფხულში, როდესაც ჩვენ სრულიად გავხსენით ქვეყანა და გვქონდა ტურისტული სეზონი, მართალია, ქვეყნის შიგნით, მაგრამ სრულიად თავისუფალი გადაადგილებით. ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება და ხმა მივეცით არჩევნების ჩატარებას. ამით, რა თქმა უნდა, ავიღეთ გარკვეული პასუხისმგებლობა. შედეგად მივიღეთ გარკვეული გამოსვლები ქუჩებში, რამაც ხელი შეუწყო ინფექციის დამატებით გავრცელებას. გვქონდა მეორე ტური და დღესდღეობით, გვაქვს სწორედ ის შედეგი, რომ არ ვიყავით უფრო მეტად რადიკალურები და მკაცრები ინფექციასთან ბრძოლის კუთხით“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.