საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ტიკარაძე ამბობს, ახლა მას ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა აკისრია.
"თანამდებობის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არ იგეგმება და ამის შესახებ განხილვაც არ ყოფილა, რადგანაც ვთვლი, რომ ახლა არის სწორედ ის დრო, როდესაც მე მაქვს ყველაზე მაღალი პასუხისმგებლობა და ეს პროცესი გამარჯვებით უნდა დასრულდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.