საწოლი ადგილები ვერ გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოენდომებინა ქვეყანას. ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა, გია ვოლსკიმ "ფორმულას" მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებს შეეხებოდა.
ვოლსკის თქმით, ჯანდაცვის მენეჯმენტი არის ზუსტი, ხოლო ეკატერინე ტიკარაძე მეომარია, რომლის საქმიანობაში ხინჯის დანახვა შეუძლებელია.
"მენეჯმენტი ზუსტია, ისეთია, როგორიც უნდა იყოს, საერთაშორისო სტანდარტია, აქ ახალს ვერაფერს მოიგონებ. რასაკვირველია, არც საწოლი ადგილები გაჩნდებოდა, რაც არ უნდა მოინდომოს ხელისუფლებამ.
ეკატერინე ტიკარაძე არის ერთ-ერთი მეომარი აი, ამ რთულ ვითარებაში და მის საქმიანობას კონკრეტული ხინჯი არ გააჩნია. რაც შეიძლება სწრაფად გავრცელდეს პანდემია, ეს არის მთავარი ამოცანა ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების", - თქვა ვოლსკიმ.
მისივე განცხადებით, "ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისა და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების ამოცანაა, პანდემია სწრაფად გავრცელდეს".