ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით.
ეს განცხადება მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში, გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" გააკეთა.
მისი თქმით, დღეებში 4000 ინფიცირებული საქართველოსთვის ძალიან ბევრია და ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადარჩეს.
"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. ხვალიდან იქნება, მთავრობა, პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება", - თქვა რატიანმა.