ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაასახელა თავისი მომავალი ადმინისტრაციის რამდენიმე წევრი.
გაერო-ში შეერთებული შტატების მუდმივ წარმომადგენლად ჯო ბაიდენმა ლინდა თომას-გრინფილდი დაასახელა.
ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი წარადგინა.
შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტს დაიკავებს ალეჰანდრო მაიორკასი. ეროვნული დაზვერვის სამსახურს ავრილ ჰაინესი ჩაუდგება სათავეში. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იქნება კლიმატის საკითხებში.
ლინდა თომას-გრინფილდი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2013-2017 წლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა და აფრიკის საკითხებს ზედამხედველობდა.
ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თომას-გრინფილდმა წამყვანი თანამდებობა დაიკავა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის გლობალურ სტრატეგიულ კომპანიაში.