ცოტა ხნის წინ, შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაასახელა თავისი მომავალი კაბინეტის რამდენიმე წევრი.
ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი ბლინკენი წარადგინა.
შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტს დაიკავებს ალეჰანდრო მაიორკასი.
ეროვნული დაზვერვის სამსახურს ავრილ ჰაინესი ჩაუდგება სათავეში.
შეერთებული შტატების მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ლინდა თომას გრინფილდი იქნება. ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კი პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კლიმატის საკითხებში
58 წლის ენტონი ბლინკენი 2015-2017 წლებში სახელწმიფო მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა და ობამას ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილეც იყო.
ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიისას არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკის საკითხებში უწევდა კონსულტირებას.