ბოლო კვირაში, 00 000 მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მატებით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ამ მონაცემებს ამერიკული გამოცემა New York Times-ი აქვეყნებს.
22 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული 3 986 118 ადამიანიდან კორონავირუსი 4 048 პაციენტს დაუდასტურდა, რაც ქვეყნის მოსახლეობის 0.10%-ზე მეტია (დაახლ. 0.1016%).

ამ მონაცემების მიხედვით, საქართველოს ლუქსემბურგი, ლიტვა, ხორვატია, მონტენეგრო და ანდორა მოსდევს.
New York Times-ის რუკის მიხედვით, საქართველოში ყოველ 100 000 მოსახლეზე 2 807 ინფიცირებული მოდის.
100 000 მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებლით საქართველო ცხრილში მეცამეტე ადგილს იკავებს.