"კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა „ქრონიკაში“ განაცხადა, როდესაც ე.წ. საველე ჰოსპიტლების შესახებ შეკითხვას უპასუხა.
"ე.წ. საველე ჰოსპიტლების საკითხი საქართველოში არ განიხილება, რადგან გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც მობილიზებულია ასეთი ჰოსპიტლები/კარვები და დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყნებმა მეორე ტალღის პიკი, ითვლება, რომ გადაიარეს, იქ არც ერთი პაციენტისთვის არ გაუწევიათ მომსახურება.
კარვების სანაცვლოდ არაერთი დამატებითი სივრცე გვაქვს გამოყოფილი, რომელიც ამ ეტაპისთვის მზადდება და ეს ძირითადად არის საავადმყოფოების ბაზაზე, ასევე, სასტუმროებში, სადაც ჩვენ გვაქვს სრული სამედიცინო სამეთვალყურეო მომსახურება, როგორც კვლევების კომპონენტში, ასევე ჟანგბადის კონცეტრატორების კუთხით.
თუ ჩვენ, ყველა კომპონენტის დაცვით, სწორად, დროულად ვმართავთ პაციენტების ნაკადს, ამ ეტაპისთვის საქართველოს გააჩნია საკმარისი რესურსი, რომ ჩვენმა პაციენტებმა უფრო მეტად კომფორტულ პირობებში გაიარონ მკურნალობის პერიოდი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.