ანგელა მერკელი პირველი ქალია, რომელიც გერმანიის კანცლერი გახდა. კანცლერის ფიცი პირველად მან 2005 წლის 22 ნოემბერს დადო.
მერკელი ამჟამად კანცლერის პოსტს მეოთხე ვადით იკავებს.
2018 წლის ნოემბერში მერკელი გადადგა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ლიდერის თანამდებობიდან და განაცხადა, რომ 2021 წელს კანცლერობისთვის აღარ იბრძოლებს.
ანგელა მერკელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ლიდერია. ხშირად მას ევროპის დე ფაქტო ლიდერსაც უწოდებენ, განაგებს რა რეგიონის უდიდეს ეკონომიკას.
ანგელა მერკელი გერმანიაში "დიდი შვიდეულის" ქვეყნების ლიდერებს მასპინძლობს
ფოტო: Jesco Denzel
ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი პარიზში, მდუმარე მარშში იღებენ მონაწილეობას, შარლი ებდოს ოფისზე ტერორისტული აქტის შემდეგ.
ფოტო: Orban/Rea/Redux
ანგელა მერკელი და პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციას მართავენ. მოსკოვი. 2015 წელი
ფოტო: Reuters
ანგელა მერკელი და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი ეროვნულ ჰიმნს უსმენენ. კამერონის ვიზიტი გერმანიაში. 2015 წელი
ფოტო: Getty Images
ანგელა მერკელი, აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და საფრანგეთს პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი. "დიდი შვიდეულის" სამიტი. გერმანია. 2015 წელი
ფოტო: Reuters
ანგელა მერკელი და აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში. გერმანია. 2015 წელი
ფოტო: Reuters
ანგელა მერკელი და გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II. დედოფალი ბერლინში 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. 2015 წელი
ფოტო: Getty Images
ანგელა მერკელი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი ბალკანეთში მიგრანტების კრიზისზე საუბრობენ. ბრიუსელი, ბელგია. 2015 წელი
ფოტო: Reuters
ანგელა მერკელი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ. ბერლინი, გერმანია. 2015 წელი