უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვითაც შეიქმნა უკრაინის დელეგაცია, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან.
დელეგაციის ხელმძღვანელად აირჩიეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, მთავარი დაზვერვის სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრიი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეჰ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერჰიი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრო პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ოლექსანდრ ბევზი.