ცოტა ხნის წინ, დასრულდა მატჩი ჰლანეჰლიში, სადაც "შემოდგომის ერთა თასის" ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, უელსის ეროვნულმა გუნდმა 18-0 სძლია ბორჯღალოსნებს.
მატჩის პირველი ნახევარი უელსელებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ნახევარში უელსელებმა ერთი ჯარიმა გაიტანეს და ერთი ლელოც დადეს, რითაც საბოლოო ანგარიში 18:0 დაფიქსირდა.
წინ კი შემოდგომის ერთა თასის "ა" ჯგუფის ბოლო მატჩია, რომელშიც ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს, ავივა სთედიუმზე ირლანდიას ერკინებიან.