"იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად, 21–22 ნოემბერს გადაადგილებაზე 22:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვა არ იმოქმედებს.
ცვლილების თანახმად, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, 21 – 22 ნოემბერს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში 22:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება.
"ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება "იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2020, 470230000.10.003.022034) და დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მე-2 მუხლის 62 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის "ე" ქვეპუნქტი: "ე") 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღესა და მომდევნო დღეზე", - წერია დადგენილებაში, რომელიც საკონონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.