ჩვენ კომპრომისზე მივდივართ, რომ მათთან ერთად მზად ვართ გავიდეთ დემოკრატიულ არჩევნებში და ბეჭზე დავაწვინოთ, - განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა შალვა ნათელაშილმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში გამართული შეხედრის შემდეგ.
მისი თქმით, მიზანი, რისთვისაც ისინი დიპლომატებს ხვდებიან. ყველასათვის უკვე ნათელია და ამაში დასამალიც არაფერია.
"საუბრის შინაარსის გატანა, საერთაშორისო დიპლომატიური პროტოკოლით დაუშვებელია. თუმცა, ზოგადი პრინციპები, რის თაობაზეც მიდის საზოგადოებაში ვნებათაღელვა ეც ცნობილია და ამაში საიდუმლო არაფერი არ არის. ჩვენი პოზიცია ცხადზე ცხადია - ქართული ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს პარლამენტი არ უნდა შედგეს და პარლამენტში ოპოზიციის ფეხი არ იქნება. პარლამენტი არ არსებობს, რადგანაც ხალხს ის არ აარჩევინეს. მეორე ტური არ არსებობს, იმიტომ, რომ პირველი ტური არ ჩატარებულა. როდესაც სახლს საძირკველი არ აქვს და სახურავს ახურებს, ეს როგორი სახლი გამოვა. ჩვენ კომპრომისზე მივდივართ, რომ მათთან ერთად მზად ვართ გავიდეთ დემოკრატიულ არჩევნებში და ბეჭზე დავაწვინოთ. თუ "ქართული ოცნება" დათმობაზე არ წავა, მას ხალხი წაიყვანს დათმობაზე“,- აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.