ქობულეთის სამედიცინო ცენტრის ექიმი-თერაპევტი კორონავირუსით გარდაიცვალა.
"აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის" ინფორმაციით, 72 წლის პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა. მას ორმხრივი პნევმონია და ფილტვის დაზიანება აღენიშნებოდა. რის გამოც მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
გარდაცვლილი მედიკოსი, თვითიზოლაციაში, საკუთარ სახლში გადიოდა მკურნალობას. თუმცა მოულოდნელად მისი მდგომარეობა დამძიმდა და ის "ქობულეთის სამედიცინო ცენტრის" კოვიდ მიმღებ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც თავად მუშაობდა.
კლინიკის დირექტორის, ავთანდილ მიქელაშვილის განცხადებით, პაციენტი 5-6 დღის წინ დაინფიცირდა და მდგომარეობის დამძიმების გამო ის კლინიკაში გადაიყვანეს.