ქალთა საფეხბურთო კლუბმა "ლანჩხუთმა" უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში რუმინეთში ადგილობრივი "ოლიმპია კლუჟი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
გოლი 68-ე წუთზე ხატია ჭყონიამ გაიტანა.
თამაში რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გაიმართა.
შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.
შემდეგი წილისყრა 24 ნოემბერს გაიმართება, სადაც „ლანჩხუთის“ მეტოქე გაირკვევა.