საქართველოში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ოპოზიციონერი ლიდერები აცხადებენ, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებენ.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მეორე ტურის ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება არა პოლიტიკური ტაქტიკის მიხედვითაა მიღებული, არამედ პრინციპული, მორალური და პრაგმატული თვალსაზრისით.
"ივანიშვილის რეჟიმმა, მრავალწლიანი ზიანის შემდეგ ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, ახლა მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემოგვთავაზოს ის წესი, რომ თავად გადაწყვიტოს რამდენი ხანი დარჩება აბსოლუტურ ძალაუფლებაში და არა მოქალაქეების უმრავლესობამ. ამის მიღება არ შეიძლება, არც პრინციპულად, არც მორალურად, არც პრაგმატულად და ამის ნაწილია არ მონაწილეობა მეორე ტურში და არა რაღაც კალკულაციის ან ტაქტიკის“, -განაცხადა გიგა ბოკერიამ.