კორონავირუსით სამცხე-ჯავახეთის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის უფროსი გარდაიცვალა.
61 წლის პაციენტს კორონავირუსი სამი კვირის წინ დაუდასტურდა და ამ დრომდე, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში განმავლობაში მკურნალობდა.
ბოლო ორი დღის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით სამედიცინო პერსონალის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსს ემსხვერპლნენ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი-რეანიმატოლოგი და შუახევის კლინიკის ექთანი.
შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 37 პაციენტი გარდაიცვალა.
კოვიდ-19-ის გავრცელების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით 815 ადამიანია გარდაცვლილი.