საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს თანაშემწე ფილიპ რიკერი ოპოზიციასთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"მივესალმები, რომ ჩაინიშნა გაუთვალისწინებელი შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან - ფილიპ რიკერთან, რომელიც ყველაზე მაღალი დონის დიპლომატია ევროპის და გარშემო დიდ რეგიონში აშშ მხრიდან,
რომელიც კონკრეტულად აღჭურვილია უფლებამოსილებით ეს საკითხები გადაწყვიტოს. შეხვედრა არ იყო გათვალისწინებული ოპოზიციასთან, არ იყო პროტოკოლში, რაც რა თქმა უნდა ჩემი აზრით არ იყო სწორი - ახლა ის ჩაინიშნა.
ეს ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია, ოპოზიციის წარმომადგენლების ერთიანობაზე და სიმტკიცეზეა უკვე ყველაფერი დამოკიდებული", - წერს სააკაშვილი.
