შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით", - ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი