საქართველოში COVID-19-ით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში საქართველოში COVID-19-ით 37 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, კორონავირუსს 815 პაციენტი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 89 395.