ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხვდება. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოში გუშინ ჩამოვიდა და ვიზიტს დღეს დაასრულებს, რის შემდეგაც ისრაელში გაემგზავრება.
ფოტო: სახელმწიფო დეპარტამენტი