საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცოტა ხნის წინ დასრულდა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დღეს ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს. შეხვედრა გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.
მაიკ პომპეო საქართველოს ორდღიანი ვიზიტით გუშინ ეწვია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოში ვიზიტს დღეს დაასრულებს და ისრაელში გაემგზავრება.