არანაირი სირცხვილის კორიდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება, - წერს Facebook-ზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი და ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებზე.
„არანაირი სირცხვილის კოროდორი ჩემგან მეორე ტურზე არ იქნება. ჯერ ერთი, მე პრეტენზია არა ხალხთან, თუნდაც ოცნების ამომრჩეველი იყოს, არამედ გაყალბებასთან და გამყალბებლებთან მაქვს. მეორე კიდე, ეს ოცნების ნაღმია, ადამიანების დაპირისპირების, რასაც ისინი არასდროს ერიდებიან, ჩვენ კი ეს სწორედ ამას არ უნდა დავესმგავსოთ!
და საერთოდ არანაირი მეორე ტური ეს არ არის, სასაცილოები არიან ოცნების კანდიდატები თავს რომ იკატუნებენ ვითომ არჩევნებში მონაწილეობენ. მარტო ხართ და სარკეში იხედეთ რამდენიც გინდათ, არ არის ეს არჩევნები“, - წერს ხოშტარია.