24 საათის განმავლობაში აჭარაში COVID-19-ით ინფიცირების 516 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 331 პაციენტი.
რეგიონში ჯამში გამოჯანმრთელდა 12193 ადამიანი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის აქტიური შემთხვევა - 6525, ხოლო გარდაიცვალა - 5.
1. რეფერალური საავადმყოფო - 73 წლის კაცი,
2. მედცენტრი - 78 წლის ქალი,
3. მედცენტრი - 47 წლის ქალი,
4. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 70 წლის ქალი,
5. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 82 წლის კაცი.