ხმათა 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი პრემიერი, პროევროპული ოპოზიციური პარტიის "მოქმედებისა და სოლიდარობის" ლიდერი მაია სანდუ იმარჯვებს.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 143 ოქმიდან უკვე დათვლილია 2 128 ოქმის შედეგები, რომლის მიხედვით, პროევროპული ოპოზიციური პარტიის ლიდერს ხმების 57.42 პროცენტი აქვს, მოქმედ პრეზიდენტ იგორ დოდონს კი 42.58 პროცენტი.
ბოლო ინფორმაციით, მაია სანდუს მოლდოვის 910 000-ზე მეტმა მოქალაქემ მისცა ხმა, იგორ დოდონს კი 689 000-ზე მეტმა ადამიანმა.
მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მაია სანდუ საზღვარგარეთის საარჩევნო უბნებზეც ლიდერობს.
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეოერე ტური კვირას, 15 ნოემბერს გაიმართა.