ვართ განსხვავებული იდეოლოგიებით, მაგრამ ვიკრიბებით, ერთი მიზეზით , - განაცხადა ენმ-ს ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.
„ჩვენ აქ ვართ ერთიანები თავისუფლებაში, განსხვავებული ადამიანები, განსხვავებული ლიდერები, განსხვავებული პატრიოტები. ჩვენ ვართ ერთიანები ჩვენს არჩევანში, ჩვენ ვართ ერთიანები მრავალფეროვნებაში. ჩვენ სხვადასხვანაირები ვართ და არ გვინდა, ვიყოთ ერთნაირები. დიახაც, ჩვენ პატივს ვცემთ ამ მოცემულობას, რომ ვართ სხვადასხვანაირები, ვართ სხვადასხვანაირები აქ, რუსთველის გამზირზე, მაგრამ ერთი მიზეზით ვიკრიბებით, ვართ სხვადასხვანაირები, განსხვავებული იდეოლოგიებით, მაგრამ ვიკრიბებით, ერთი მიზეზით, ჩვენ-ჩვენი მოსაზრებებით. ეს არის ჩვენი ძალა და არა ის, რასაც სჩადის რეჟიმი, როცა თავისიანებად და სხვისიანებად ყოფს საქართველოს“, - თქვა ნიკა მელიამ.