მივაღწევთ ახალ არჩევნებს, თუ იქნება საზოგადოების პროტესტი. გამოდით, ივანიშვილი მხოლოდ ხალხის პროტესტზე რეაგირებს , - განაცხადა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე და მოსახლეობას აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ერთადერთი რამ, ივანიშვილი მხოლოდ და მხოლოდ რეაგირებს, თუ საზოგადოების პროტესტი იქნება, ჩვენ მივაღწევთ ახალ არჩევნებს, თუ არ იქნება საზოგადოების პროტესტი, მაშინ ის ყველაფერზე უარის იტყვის, მას არ აინტერესებს არც საერთაშორისო აზრი, არც არაფერი, მთავარია საზოგაოდების პროტესტი, რასაც ოპოზიციის ერთსუოვნება ემატება", - თქვა პარტიის ლიდერმა, გიგი უგულავამ.
გიგი უგულავამ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ პარლამენტთან აქციას შეუერთდნენ. პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ პარტიების და საზოგადოების დიდი ნაწილის პოზიცია უცვლელია.