ამერიკული გამოცემა Washington Examiner-ი ეხმიანება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს და სტატიას აქვეყნებს სათაურით "პომპეომ თბილისში მკაცრი გზავნილი უნდა ჩაიტანოს".
სტატიის ავტორის ტომ როგანი მიიჩნევს, რომ მკაცრი გზავნილის საჭიროება საქართველოში მზარდი ავტორიტარული მმართველობით არის განპირობებული.
"ამჟამად, სადავო არჩევნების შედეგებზე პროტესტი მიმდინაროებს, საქართველოს უსაფრთხოების ძალები იყენებენ წყლის ჭავლსა და სხვა იარაღებს საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქმედებები სერიოზულია და ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავს, პრემიერ-მინისტრ გახარიას მთავრობა დარწმუნებულია, რომ პომპეოს ჩამოსვლისთანავე სირთულეებს თავს გაართმევს. ნაცვლად ამისა, გახარია პომპეოს ვიზიტს ისე წარმოაჩენს, როგორც ძლიერ სიგნალს იმისას, რომ შეერთებული შტატები ნამდვილად კმაყოფილია ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობით. პოპმეომ გახარიას უნდა უკეთესი ჭეშმარიტება უნდა ასწავლოს. კერძოდ ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ ცდილობს მეგობრობას და ურთიერთსასარგებლო დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს, ის თვალს არ დახუჭავს მზარდ ავტორიტარიზმზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, პომპეო "გამოხატავს ჩვენს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული რეფორმების შემდგომი პროგრესისადმი". ვიმედოვნოთ, რომ იგი დახურულ კარს მიღმა უფრო მკაცრ ენას გამოიყენებს.
მთავარი საკითხი არის ბიძინა ივანიშვილი, მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც მხარს უჭერს მმართველ პარტიას "ქართულ ოცნებას". გახარიას სკამის მიღმა რეალურ ძალაუფლებას სწორედ ივანიშვილი ფლობს.
სამწუხაროდ, ივანიშვილს ნაკლები ინტერესი აქვს, რომ თავისი სიმდიდრე და გავლენები ამ პატარა ერის გლობალური პერსპექტივების განვითარებისთვის გამოიყენოს.
ამის ნაცვლად, მან გააუარესა კანონის უზენაესობის მდგომარეობა და ცდილობს თავი მოაწონოს ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე აგრესორს, რუსეთს. ივანიშვილმა ეს გააკეთა საქართველოს აშშ-სა და ევროკავშირთან ეკონომიკური კავშირების შერყევით. ახალი პორტის მშენებლობის შეფერხებით, ასევე, მაგალითად ინტერნეტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელი, ცხადყოფს, რომ ის ცდილობს თავისი ინტერესები პუტინის სტრატეგიულ ინტერესებთან შესაბამისობაშ მოიყვანოს.
სწორედ ეს არის პრობლემა, რაც უფრო მეტად დაამყარებს კონტროლს პუტინი საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურაზე, მით უფრო მეტად გამოეთხრება ძირი ქვეყნის ეროვნულ პერსპექტივებს, - წერს სტატიის ავტორი.
სტატიის ავტორი აცხადებს, რომ საქართველოში აშშ-ის ექსპორტის მზარდი ტენდენციები იძლევა შესაძლებლობებს, ორ ქვყანას შორის უფრო გაფართოვდეს სავაჭრო ურთიერთობები.
"ამავდროულად, აშშ-საქართველოს უსაფრთხოებისა და სამხედრო კავშირები ახლა კარგად არის განვითარებული, ორივე მხარე განსაკუთრებით მჭიდრო თანამშრომლობს ანტიტერორისტულ თანამშრომლობაში. ეს არის სწორედ საძირკველი, რაზეც შეიძლება აშენება. მაგრამ თუ აშშ არ მოახდენს ზეწოლას ივანიშივილზე, რომ უფრო სერიოზულად აღიქვას თავისი ვალდებულებები თავისი ხალხის წინაშე, უკეთესი ურთიერთობის საფუძვლები ინგრევა.
ამრიგად, პომპეომ მკაფიოდ უნდა გაუსვას ხაზი იმას, რომ აშშ-ს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი და გააგრძელოს ეს მეგობრობა. თუმცა, მან ასევე უნდა განმარტოს, რომ ვაშინგტონი სულ უფრო მეტად შეშფოთებულია. თუ ამერიკა მოწმეა თბილისის მხრიდან ხალხისადმი პატივისცემის მზარდი შემცირებით, ეს უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებელ პირებ, მათი მოქმედებებისთვის, სადამსჯელო ფინანსური და დიპლომატიური შედეგები დაუდგებათ", - წერს ტომ როგანი.