ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში COVID-19-ის 603 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 300-მდე პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 7 კოვიდ-პაციენტი.
1. რესპუბლიკური - 55 წლის კაცი, თანმხლები: გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა
2. რესპუბლიკური - 68 წლის კაცი, თანმხლები: არტ. ჰიპერტენზია, გულის ათეროსკლეროზული დაავდება, გულის უკმარისობა
3. რესპუბლიკური - 86 წლის ქალი, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი
4. მედცენტრი - 57 წლის კაცი, თანმხლები: არტ. ჰიპერტენზია, შაქრიანი დაიბეტი
5. ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი - 45 წლის ქალი, თანმხლები: ესენციური ჰიპერტენზია
6. ბათუმის სამედიცინო ცენტრი - 38 წლის ქალი, თანმხლები: შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული
7. რესპუბლიკური - 59 წლის კაცი.