ლოზუნგებს თავი დავანებოთ და ყველანი გადით ქუჩებში, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თავის მხარდამჭერებს „ფეისბუქზე“ პირდაპირი ჩართვის დროს მიმართა.
მისი თქმით, მიზნის მისაღწევად ერთად ბრძოლაა საჭირო.
"განვიხილავ ყველა ვარიანტს, მინდა, ვუთხრა ყველა ჩემს მომხრეს და ეს არის საქარათველოს მოსახლეობის უმეტესობა, უნდა ვიყოთ ამისთვის მზად. რაღაც მომენტში გამოცხადდება კონკრეტული ადგილი, თარიღი, აეროპორტი და უნდა იყოთ მზად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ერთად უდა ვიბრძოდეთ. ჩამოვალ და ვიღაცა გადაგვარჩენს ეს არ იმუშავეს. ჩამოვა და ვიღაც თავს შეწირავს, ეს იმუშავებს კი ბატონო და ამისთვისაც მზად ვარ. მაგრამ თუ გადარჩენა გვინდა, მაშინ ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ. ლოზუნგებს თავი დავანებოთ და ყველანი გადით ქუჩებში", - თქვა სააკაშვილმა.