საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებას საარჩევნო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ ამცნო.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტური 17 ოლქში, მათ შორის თბილისის ყველა ოლქში, ჩატარდება. გარდა ამისა, მეორე ტური გაიმართება ქუთაისის მერის გამოსავლენად.
ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული 1%-იანი ბარიერი გადალახეს, უარს ამბობენ მეორე ტურში მონაწილეობასა და საპარლამენტო მანდატებზე.
ფოტო: Reuters